უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.0%-ით გაიზარდა

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 127 450 ერთეული შეადგინა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ა.წ. აპრილ-ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.0%-ით გაიზარდა და 127 450 ერთეული შეადგინა (23 945 პირველადი და 103 505 მეორადი ტრანზაქცია). 2014 წლის მეორე კვარტალში ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 18.8%-ს პირველადი, ხოლო 81.2%-ს მეორადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის მეორე კვარტალშიც: 19.7% - პირველადი ტრანზაქციები და 80.3% - მეორადი ტრანზაქციები.

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა ა.წ. მეორე კვარტალში 1.6%-ით შემცირდა, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 4.2%-ით გაიზარდა.

ამასთან, წინა კვარტალთან შედარებით პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 2014 წლის აპრილ-ივნისში 16.2%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 5.3%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში სარეგისტრაციო ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობა ა.წ. პირველ კვარტალთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა.