როგორ შეიცვლება დიღმის ჭალების ტერიტორია და როგორი იქნება ახალი პარკი

2019 წელს დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

პროექტის ღირებულება 11 620 192 ლარია და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქალაქო პარკების მოწყობა გენერალური გეგმითაც გაწერილია და მათგან ერთ-ერთი სწორედ დიღმის ჭალებში განთავსდება. პარკში განთავსებული იქნება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები და კაფე-ბარები.