2018 წელს საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია 10204 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით ნაკლები) 6206,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 4,4 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29,6 პროცენტი - თბილისზე, 15,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2018 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2091,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით ნაკლები) 2518 ობიექტი. (წინა წელთან შედარებით 13,8 პროცენტით ნაკლები).