ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს.
„11 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი - chargers.tbilisi.gov.ge და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ვებგვერდზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას“, - განაცხადა კალაძემ.