საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კაკლისა და ხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 103,7 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანი საექსპორტო მოცულობის 3,08%-ია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 2017 წელთან შედარებით, ხილის ექსპორტი 3,3%-ით შემცირდა.
East Fruit-ის ინფორმაციით, ხილისა და კაკლის ჯგუფში, ქვეყანამ თხილით 57,3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მანდარინით - 14 მლნ დოლარი, ფისტით - 11, 5 მლნ დოლარი, ატამით - 8,2 მლნ დოლარი, ხურმით - 1, 9 მლნ დოლარი, ბანანით - 1, 8 მლნ დოლარი, ხოლო ვაშლით - 1,3 მლნ დოლარი.
რაც შეეხება ბოსტნეულს, 2018 წელს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიდან ქვეყანამ 16 მლნ დოლარი მიიღო. ჯგუფში წამყვან პოზიციაზე იყო კარტოფილი, საიდანაც ქვეყანამ 4,8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო პომიდვრიდან 4,5 მლნ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბოსტნეულის საექსპორტო მოცულობამ, მთლიანი საექსპორტო პროდუქციის მოცულობის 0,48% შეადგინა. საერთო ჯამში, ბოსტნულის ექსპორტი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 0,6%-ით შემცირდა.