ხილი, რომლის ერთი ცალი ნაყოფი 1 000 დოლარად იყიდება

დურიოს იშვიათი სახეობის ხილმა ინდონეზიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, რამდენადაც ეს დელიკატესი თითო 1 000 დოლარად იყიდება.

ე.წ. J-Queen-ის (ჯეი-დედოფალი) ჯიშის დურიო დასავლეთ ჯავაში, ტასიკმალაიას სავაჭრო ცენტრში 750 £ -დ იყიდება, რაც დაახლოებით 14 მილიონი რუპიის ტოლია, მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში 3.94 მილიონი რუპიაა.

ახალი ამბები ამ აშკარად უცნაური დურიოს შესახებ საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. რეაქციები განსხვავებული იყო. სოციალურ ქსელებში ზოგი დაცინვით მოიხსენიებდა ასეთ კოლოსალურ ფასს, ზოგიც სპეციალურად მიდიოდა სუპერმარკეტში პიკანტური გემოსი და არასასიამოვნო სუნის მქონე ხილისთვის ფოტოს გადასაღებად.

J-Queen-ის სახეობის უკან 32 წლის ინდონეზიელი ფსიქოლოგ-მაიორი, აკა დგას, რომელიც ამტკიცებს, რომ შექმნა ახალი და იშვიათი დურიოს ჯიში, ინდონეზიის სხვადასხვა რეგიონიდან ორი უმაღლესი ჯიშის შეჯვარებით.

მისი განცხადებით, J-Queen-ის ხე მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ ისხამს ნაყოფს და მას მიწის თხილისა და კარაქის გემო აქვს. ტიპიური ოვალური ფორმისგან განსხვავებით, J-Queen დურიო მრგვალი ფორმისაა და ფერიც ოქროსი აქვს.

“ჩემი მიზანია გავაუმჯობესო ფერმერების მდგომარეობა, უმღლესი ხარისხის დურიოს შექმნით,“ - განაცხადა აკამ ინდონეზიის ახალი ამბების სააგენტო Tribunnews -სთან საუბრისას. მან ასევე დაამატა, რომ თავადაც აქვს ჯავაში ფერმები. „დურიოს ბაღები მაქვს კენდალში, ბანიუმასში, ტასიკმალაიაში.”

თუმცა, ადგილობრივი ფერმერების თქმით არასოდეს გაუგიათ უნიკალური ჯიშის შესახებ და ჩვეულებრივი ჯიშის, მონტონგოსა და კუმბოკარნოს ჯიშები როგორც წესი, 200,000 რუპია ღირს.

ინდონეზიის მედიის განცხადებით, გასულ შაბათ-კვირას უკვე ორი “J-Queen” დურიო გაიყიდა Plaza Asia -ში.

გვანცა კაკაურიძე