შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს 34 ლოკაციაზე მოემსახურება

4- 26 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 34 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

RS CAR-ის განთავსების მისამართები იხილეთ ბმულზე.