მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კერძო და საჯარო ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
როგორც გიორგი შენგელიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო“ განაცხადა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფუნქციაა, რომ გააკეთოს ისეთი ინვესტიცია, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციის ჩართვას და მოზიდვას.
„როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს PPP მოდელს და მთლიანობაში, თუ ვიტყვით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფუნქციაც ეს არის საბოლოო ჯამში, რომ გააკეთოს ისეთი ინვესტიცია, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციის ჩართვას და მოზიდვას. საერთოდ PPP პროგრამა გულისხმობს, რომ როდესაც ინვესტორი ხარჯავს ფულს, ჩვენ შეგვიძლია მას საბაზისო ინფრასტრუქტურა მოვუწყოთ. ეს პროექტი მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება და საკმაოდ წარმატებულია სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ვეცდებით ამ პროექტის კედევ უფრო პოპულარიზებას, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და, პირველ რიგში, ინფორმაციული კუთხით, ეცოდინებათ რომ მსგავსი შესაძლებლობები არსებობს”, - განაცხადა შენგელიამ.