Apple iphon-ის სმარტფონებზე ფასებს შეამცირებს. ეს apples-ს სმარტფონების 12-წლიანი ისტორიის განმავლობაში მეორედ ხდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი "როიტერსთან" საუბრისას აცხადებს, ფასების შემცირება შეეხება იმ ქვეყნებში გასაყიდ სმარტფონებს, სადაც ეროვნული ვალუტები დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
ტიმ კუკის განცხადებით, გადაწყვეტილება ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღეს, რაც იმ ქვეყნებში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა შეისწვლეს.
კუკის თქმით, იმ ქვეყნების ვალუტებში სამარტფონების ღირებულების კორექტირება წინა წლის ფასების შესაბამისად მოხდება.
კონკრერულად რომელ ქვეყნებს შეეხება ეს გადაწყვეტილება, ტიმ კუკს არ დაუკონკრეტებია. თუმცა როგორც "როიტერს" რამდენიმე დღის წინ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ ქვეყნებს შორის იქნება რუსეთი, თურქეთი და ბრაზილია, რადგან შარშან ეროვნული ვალუტები სწორედ ამ ქვეყნებში გაუფასურდა, რამაც კომპანიის გაყიდვები შეამცირა.
ცნობისთვის, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 3 თვის განმავლობაში (რომელიც 2018 წლის 29 დეკემბერს დასრულდა), კომპანიის საერთო შემოსავალმა 84,31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ - 19,97 მილიარდი აშშ დოლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მაჩვენებელი ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. 1 წლის წინ Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა 88,29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი - 20,06 მილიარდი აშშ დოლარი.