საქართველოში 27 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 83 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

ვიწყებთ 65 მილიონი ლარის ღირებულების 27 ახალი სკოლის მშენებლობას და 83 სკოლის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ქვეყანაში გვაქვს ავარიული სკოლები, ასევე სკოლები, რომელთა არსებული ინფრასტრუქტურაც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მშენებლობის გარდა, ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად წელს ვიწყებთ 83 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით. განათლება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია და შესაბამისად, არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. დაწყებულია საპროექტო სამუშაოები 27 სრულიად ახალი სკოლის მშენებლობისთვის, რომელიც ფაქტობრივად, ყველა რეგიონს მოიცავს. განათლების სამინისტროსთან ერთად განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე ვაშენებთ როგორც მცირე, ისე დიდ კონტიგენტიან სკოლებს. 2020 წლისთვის 4 000-მდე მოსწავლე უკვე ახალ სკოლებში გააგრძელებს სწავლას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.