2018 წელს ირანული ნავთობის იმპორტი აზიის ოთხი მთავარი მყიდველის მხრიდან ბოლო სამი წლის მინიმუმამდე შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი კი ირანის მიმართ დაკისრებული სანქციებია.
ირანული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები აზიაში არიან - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნებმა გასულ წელს ჯამში 1,31 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღეს დღიურად, რაც წინა წელთან შედარებით 21%-იანი კლებაა. ბოლოს მილიონ ბარელი დღე-ღამეში ამ ქვეყნებმა 2015 წელს მიიღეს, მაშინ როცა აშშ-ის წინა სანქციები ამოქმედდა ირანზე.
როგორც ცნობილია, ირანის წინააღმდეგ ამერიკის ახალი სანქციები გასული წლის ნოემბერში შევიდა ძალაში. შედეგად კი ყველაზე მეტი კლება დეკემბერში დაფიქსირდა, რა დროსაც აზიის წამყვანმა იმპორტიორებმა - ინდოეთმა და ჩინეთმა შეწყვიტეს ირანული ნავთობის მიღება.