„გუგლმა“ გამოაცხადა, რომ აუქმებს „აიფონისთვის“ შემუშავებულ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლების ჩვევების შესწავლის საშუალებას იძლევა. „გუგლი“ აღნიშნულ აპლიკაციას მომხმარებლებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობდა. მისი მეშვეობით შესაძლებელია „აიფონით“ მოსარგებლის ე.წ. ციფრული ჩვევების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე, „ეფლმა“ მსგავსი აკრძალვა „ფეისბუკის“ აპლიკაციასთან დაკავშირებითაც განახორციელა.
პირადი უფლებების დამცველები „გუგლს“ და „ფეისბუკს“ ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ ისინი თავიანთი კვლევებისთვის შემუშავებულ აპლიკაციებს, „აიფონის“ სპეციფიკური პროგრამის მეშვეობით იყენებენ. ეს პროგრამები იმ კომპანიებისთვის არის შემუშავებული, რომლებიც თავიანთ აპლიკაციებს საკუთარი თანამშრომლებისთვის იყენებენ.
„გუგლი“ აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის შემუშავება შეცდომა იყო და მის გამო ბოდიშს იხდის.