დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ხიდი სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.
„ეს ხიდი აშენებულია თუ არ ვცდები 1975-76 წელს და მას შემდეგ არანაირი რეაბილიტაცია არ ყოფილა ჩატარებული. 2015-16 წლებში ჩატარდა მთელი ქალაქის მასშტაბით ხიდების კვლევა, მათი მდგომარეობის გამოსაკვლევად და ავარიულობის მიხედვით არის პრიორიტეტები განსაზღვრული, თუ რომელი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში. ეს ხიდი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ საჭიროებდა სამუშაოების ჩატარებას. საყრდენები მთლიანად იქნება შეცვლილი. დღეს დავათვალიერეთ და ვნახეთ თუ როგორი მდგომარეობაა. აუცილებელი და სასწრაფო იყო მისი რეაბილიტაცია. 5 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს სამუშაოები. ასევე მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურა, როგორც განათების ბოძები, თვითონ სანათები, მოაჯირები მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.