2018 წლის განმავლობაში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა. ამასთან, საწარმოო მრეწველობის ზრდამ 6,2% შეადგინა, ხოლო მისმა მოცულობამ 30 ტრილიონ იუანს (4,4 ტრილიონ დოლარს) გადააჭარბა. ეს არის ჩინეთის მშპ-ს ერთი-მესამედი, რომელმაც წლიურ გამოხატულებაში 90,03 ტრილიონი იაუანი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვენლოვანი ნაბიჯი გადადგა, გასული წლის ივლისში მათ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე საგადასახადო ტარიფები დასწიეს, გარდა ამისა, ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა 15 ოქტომბრიდან ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა შეამცირა.
გასულ წელს ჩინეთმა ასევე მოხსნა შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებზე ისეთ დარგებში, როგორებიცაა ხომალდებისა და თვითმფრინავების წარმოება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „ენერგიის ახალ წყაროს“ იყენებენ. ამავდროულად, პრაქტიკულად მთლიანად გაიხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის გადამამუშავებელი მრეწველობა.