ჰოლივუდის მსახიობი დოლფ ლუნდგრენი საქართველოში ლუდი „რაგნარის“ 2019 წლის სარეკლამო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი სტუმრობს. დოლფ ლუნდგრენს საქართველოში სხვადასხვა ფილმებიდან იცნობენ.

ჰოლივუდის მსახიობი სკანდინავიური ლიცენზირებული ლუდის „რაგნარის“ 2019 წლის საკომუნიკაციო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.

„ზედაზენმა“ ბრენდი " რაგნარი" 2018 წლის მარტში წარადგინა. ლუდმა საქართველოში ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარულობა და ის კომპანიის პორტფელიოში "ერთ-ერთი მოთხოვნადი ბრენდია".

„დოლფ ლუნდგრენი ჩვენი კომპანიის წლევანდელი წლის სარეკლამო საკომუნიკაციო გეგმაში მონაწილეობს. მსახიობი საქართველოში პირველად იმყოფება. მან უკვე მოასწრო თბილისისა და მცხეთის ტურისტული ადგილების მონახულება. ის უკვე იმყოფებოდა ჩვენს საწარმოში, სადაც თავად დაესწრო „რაგნარის“ წარმოების პროცესს. მსახიობი აღფრთოვანებულია როგორც ქვეყნით, ისევე ლუდის ხარისხითა და გემოვნური თვისებებით", - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.

შვედი მსახიობი საქართველოში კიდევ ოთხი დღის განმავლობაში დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მისი მონაწილეობით.