მსოფლიოს 100 მდიდარი ადამიანის მეხუთედმა თავისი მომავალი ტექნოლოგიებს დაუკავშირა. ზოგიერთმა მათგანმა კომპანია ავტოფარეხში დააარსა, თუმცა ახლა ტექნოლოგიური გიგანტების მფლობელები არიან.
„ბიზნესინსაიდერი“ წარმოგიდგენთ მილიარდერების საცხოვრებელ სახლებს. ზოგიერთი მათგანი მეზობლებიც კი არიან. მაგალითად, „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და „მაიკროსოფტის“ შემქმნელი ბილ გეითსი ერთმანეთთან ერთ მილში ცხოვრობენ.
„ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ქალაქ მედინაში მდებარე საკუთარ სახლში 1998 წელს 10 მილიონი დოლარი გადაიხადა, რომელიც მოიცავდა 5.3 ჰექტარ მიწას, 20 000 და 8 300 კვადრატულ ფართობიან სახლებს. 2010 წელს ამ სახლების რემონტში ბეზოსმა 28 მილიონი დოლარი დახარჯა. ამავე პერიოდში ბეზოსმა მეზობლად 24 ათასი კვადრატული ფართის ახალი სახლი შეიძინა. როგორც გამოცემა წერს, მასში 53 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ქალაქ მედინაში მდებარე სახლი ერთადერთი არაა, რომელსაც ახლა მილიარდერი ფლობს. მას ასევე ეკუთვნის კალიფორნიის ქალაქ ბევერლიში მდებარე რანჩო „ვან ჰორნში“, ტექსტილის მუზეუმი ვაშინგტონში და სამი ბინა მანჰეტენზე, რომელიც ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს.
ეს არის ბეზოსის ესპანური სტილის სახლი ბევერლი ჰილსში, რომელიც 2007 წელს 24.45 მილიონ დოლარად იყიდა.
თუმცა ბეზოსი აქ არ გაჩერებულა 2017 წელს მან მედინაში მეზობლად კიდევ 12 მილიონიანი პატარა სახლიც იყიდა.
ბეზოსთან ნახევარ მილში ცხოვრობს „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელიც 127 მილიონ დოლარად შეფასებულ კომპლექსში ცხოვრობს. სახლს ზედმეტსახელად „ჰანადუს“ უწოდებენ.
კომპლექსი რამდენიმე სახლს მოიცავს. გეიტსმა ეს ადგილი 1988 წელს 2 მილიონ დოლარად შეიძინა, სახლში 7 საძინებელია.
ამავე კოპლექსში გეითსი 4 წლის განმავლობაში აშენებდა სახლს, რომელიც მოიცავს 23-ადგილიანი ავტოფარეხს, 6 სამზარეულოს, 24 სველ წერტილს და მისაღებ დარბაზს, რომელიც 200 სტუმარს იტევს. სახლის მშენებლობა 60 მილიონი დოლარი დაჯდა, რომელიც 500 წლიანი დაძველებული ნაძვის ხისგან აშენდა. სახლი ტბა „ვაშინგტონს“ გადაჰყურებს.
Facebook- ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი Pallo Alto- ში 5,617 კვადრატული ფართობის სახლი 2011 წელს 7 მილიონ დოლარად შეიძინა. თუმცა მოგვიანებით მასზე 45 მილიონი დოლარი დახარჯა.
ცუკერბერგის რეზიდენცია აღჭურვილია ხელოვნურად დამზადებული ინტელექტით „ჯარვისით“ და მას აქვს იატაკი გათბობით.
გარდა ამ სახლისა, ცუკერბერგმა ჰავაის კუნძულ კაუიაზე 750 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც თეთრი ქვიშის სანაპიროც შედის. მიწაში 100 მილიონი დოლარი გადაიხადა.
„ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა ლოს ანჯელესში მდებარე ეს სახლი 17 მილიონ დოლარად შეიძინა. მას აქვს 7 საძინებელი, 9 სველი წერტილი, გიგანტური სკრინინ ოთახი, აუზი და ჩოგბურთის კორტი. ამ სახლში მასკი საკუთარ ცოლ-შვილთან ერთად სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
2013 წელს მასკმა სახლის მეზობლად იყიდა 7 მილიონ დოლარიანი რანჩო.
სოციალური ქსელ „ტვიტერის“ შემქმნელი ჯეკ დორსი სან ფრანცისკოში 9.9 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 2012 წელს შეიძინა. სახლის ახლანდელი ფასი 12 მილიონი დოლარია.