იაპონია მუშახელის დეფიციტს განიცდის

იაპონია მუშახელის დეფიციტს განიცდის.

გასულ წელს ქვეყანაში საშუალოდ 161 სამუშაო ვაკანსიაზე 100 სამუშაოს მაძიებელი მოდიოდა. მსოფლიოს რიგით 3-ე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ერის დაბერებაა.

შრომის სამინისტროს მონაცემებით, სამუშაოსა და მუშახელს შორის თანაფარდობა 2018 წლის დეკემბერში იყო ყველაზე მაღალი. მონაცემების მიხედვით, დეკემბერში 163 ადგილზე 100 ადამიანი მოდიოდა.

აღნიშნული პრობლემა იაპონიაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, რაც ერის დაბერებასთან ერთად გამოწვეულია შობადობის დაბალი მაჩვენებლით.

აღსანიშნავია ასევე, რომ დეკემბერში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2.4% იყო. ამის პარალელურად იაპონიაში დეფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. გასულ თვეს კი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებელი 1,4%-დან 0,9%-მდე შეამცირა.

ლიკა ამირაშვილი