თბილისში გაცემული ნებართვების 76% საცხოვრებელ სახლებზე მოდის - რა აშენდა დედაქალაქში 2018 წელს

თბილისში დასრულებული მშენებლობების 82% და გაცემული ნებართვების 76% საცხოვრებელ სახლებზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 2 518 შენობის მშენებლობა დასრულდა, აქედან ყველაზე მეტი შენობა - 744 თბილისში აშენდა. 744 შენობიდან 82%, ანუ 613 კი საცხოვრებელი სახლი იყო.

საცხოვრეელი შენობების შემდეგ 2018 წელს ყველაზე მეტი - 34 სამრეწველო და სასაწყობო შენობის მშენებლობა დასრულდა.

რაც შეეხება სხვადასხვა ობიექტებს, 2018 წელს დასრულდა 30 სავაჭრო ობიექტის მშენებლობა, ასევე აშენდა 15 ადმინისტრაციული შენობა, 6-6 ავტოგასამართი სადგური და სასტუმრო, 7-7 სასწავლო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტი, 4-4 კაფე-ბარი-რესტორანი და სპორტული ნაგებობა და მოედანი, ასევე აშენდა 1-1 ავტოსადგომი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, 16 კი სხვა ობიექტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის.

რაც შეეხება 2018 წელს გაცემულ ნებართვებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში სულ 4 918 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც 76%, ანუ 3 740 ნებართვა საცხოვრებელ შენობაზე მოდის.

იხილეთ ასევე 2018 წელს გაცემული ნებართვების ჩამონათვალი ობიექტების მიხედვით:

  • სამრეწველო და სასაწყობო შენობა - 180 ნებართვა
  • სავაჭრო ობიექტი - 150 ნებართვა
  • ადმინისტრაციული შენობა - 100 ნებართვა
  • ავტოგასამართი სადგური - 10 ნებართვა
  • სასტუმრო - 99 ნებართვა
  • სასწავლო დაწესებულება - 31 ნებართვა
  • ჯანმრთელობის დაცვის ობიექტი - 23 ნებართვა
  • კაფე-ბარი-რესტორანი - 24 ნებართვა
  • სპორტული ნაგებობა და მოედანი - 11 ნებართვა
  • ავტოსადგომი - 13 ნებართვა
  • კულტურის დაწესებულება - 3 ნებართვა
  • სკოლამდელი დაწესებულება - 3 ნებართვა
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი - 11 ნებართვა
  • სხვა - 520 ნებართვა
ლიკა ამირაშვილი