ოპერასთან და რესტორან „თაღლაურასთან“ პარკირების სისტემა შეიცვალა

ლაღიძის ქუჩაზე - ოპერასთან და სააკაძის I გასასვლელში - რესტორან „თაღლაურასთან“ 45-გრადუსიანი პარკირება პარალელური დგომით შეიცვალა. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის „ფეისბუქის" გვერდზე წერია.

„გზაზე ინტენსიური მოძრაობის პირობებში პარკირების ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს და ზრდის ქუჩის გამტარობას. უახლოეს პერიოდში პარკირებები ანალოგიურად დაიხაზება მეველეს ქუჩაზეც - ნავთლუღის ბაზართან. პარალელური პარკირებები უკვე მოეწყო მიცკევიჩის, მიროტაძისა და აბანოს ქუჩებზე," - წერს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური.