ჰამბურგის აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო, 60 რეისი გაუქმდა

გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტის მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, 60 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამბურგის აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პროფკავშირმა ჰამბურგის აეროპორტის მომსახურე პერსონალს მოუწოდა 24-საათიანი გაფიცვა დაეწყოთ.

აეროპორტის ადმინისტრაცია თავის განცხადებაში არ გამორიცხავს გაუქმებული რეისების რაოდენობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ 15 იანვარს გერმანიის რვა მსხვილ აეროპორტში პერსონალი გაიფიცა. პროფკავშირები ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ.