გერმანიის შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰაილი ქვეყანაში საბაზისო პენსიის შემოღებას გეგმავს, რომელიც 447 ევროთი მეტი იქნება, ვიდრე დღეს არსებული მინიმალური პენსია.
წინასწარი გეგმის მიხედვით, საბაზისო პენსიას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთა სამუშაო სტაჟი შეადგენს სულ მცირე 35 წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იღებდნენ მინიმალურ ხელფასს - იუწყება Deutsche Welle.
თუ ახლა მოხელე, რომელსაც მინიმალურ ხელფასზე მუშაობის 40-წლიანი სტაჟი აქვს, პენსიაზე გასვლისას იღებდა 514 ევროს, ჰეილის გეგმის თანახმად ის 961 ევრომდე გაიზრდება.
მისივე თქმით, ადამიანებს, რომელთაც მინიმალურზე ოდნავ მაღალი ხელფასი ჰქონდათ, ასევე უნდა გაეზარდოთ პენსია.
პოლიტიკოსის აზრით, ისინი ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, უნდა იღებდნენ ბევრად მეტ პენსიას, ვიდრე ისინი ვინც საერთოდ არ მუშაობდნენ. მისი თქმით, აღნიშნული დანამატი ქვეყანას წლიურად 5-6 მილიარდი ევრო დაუჯდება.
საბაზისო პენსიის ამოქმედება გერმანიაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.