საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.
გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი პუნქტით გაურესდა და 100-დან 63 ქულა აქვს. ცნობისთვის, საქართველოს გასულ წელს 64 ქულა ჰქონდა მინიჭებული.
შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. აღნიშნული კრიტერიუმებით, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული.
Freedom House-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2019 წლის სრული ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.