ჟურნალმა Euromoney-მ "თიბისი ბანკი" საქართველოში 2014 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

მსოფლიოს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney, საუკეთესო ბანკების 23-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "თიბისი ბანკი" საქართველოში 2014 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ეს გამოცემა მესამე წელია ამ კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებულად "თიბისი ბანკს" ასახელებს.

მათივე განმარტებით, ბანკების შეფასების კრიტერიუმი იყო მომსახურების ხარისხი, ინოვაციურობა. Euromoney-მ "თიბისი ბანკის" შეფასებისას გამოყო მისი დაკრედიტების სტაბილური ზრდა, ლიდერობა ტექნოლოგიურ პროდუქტებში, ასევე ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა და საბანკო დაზღვევის სხვადასხვა პროდუქტი.

"ჩვენთვის დიდი პატივია ჟურნალ Euromoney-ს ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ფინანსური მომსახურების სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვისა და ამ ინდუსტრიაში არსებული უმაღლესი სტანდარტების დაცვის შედეგია", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

უკვე 23 წელია, Euromoney-ს ჯილდო ფინანსური მომსახურების ინდუტრიაში ყველაზე პატივსაცემი დაჯილდოებაა. დაჯილდოება ავლენს 20-ზე მეტ გლობალურ კატეგორიას, ყველა რეგიონში "დარგის საუკეთესოს" და საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.