ავიაკომპანია Germania-მ გაკოტრების შესახებ განაცხადა და ყველა რეისი გააუქმა

გერმანულმა ავიაკომპანია Germania-მ ყველა ავიარეისი გააუქმა და გაკოტრების შესახებ განაცხადა. „ევრონიუსის“ ცნობით, ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კარშტენ ბალკემ განმარტა, რომ კომპანიას აღარ შეუძლია მოკლევადიანი ლიკვიდურობის დაფარვა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება გააკეთონ.

კომპანიის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო მგზავრები უკმაყოფილოები არიან. სოციალურ მედიაში ისინი იმედგაცრუებულ კომენტარებს წერენ.

„ფრენა გამიუქმდა, კომპანიის წარმომადგენლები იმედგაცრუებულები არიან, მგზავრები მარტო დატოვეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“, - დაწერა ერთ-ერთმა მგზავრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ავიაკომპანია Germania ძირითადად ჩარტერულ რეისებს ასრულებდა ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის მიმართულებით.