კემბრიჯის უნივერსიტეტს ყოფილმა სტუდენტმა 114 მილიონი ევრო აჩუქა. "ევრონიუსის" ცნობით, ამის შესახებ თავად სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ.
უნივერსიტეტის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის საჩუქარი დიდ ბრიტანეთში არცერთ სასწავლებელს არ მიუღია. სტუდენტი, რომელმაც დიდი რაოდენობით თანხა კემბრიჯის უნივერსიტეტს გადასცა, დევიდ ჰარდინგია, რომელიც გლობალური ინვესტიციების მმართველი კომპანიის დამფუძნებელია.
კემბრიჯის უნივერსიტეტი მიღებულ დონაციას სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით დახარჯავს.
წყარო: allnews.ge