ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის 5 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი 87 000 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.850%-ით, მაქსიმალური 6.900%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.890%-ით განისაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა