მარკეტები ლაბორატორიულად შეუმოწმებელ ყველს აღარ იბარებენ

რა ხდება ყველის ხარისხთან დაკავშირებით და კონტროლის გამკაცრება გამოიწვევს თუ არა პროდუქტის დეფიციტს?

ამ თემებზე ”პალიტრა ტვ”-ის გადაცემა ”საქმეში” ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა მიქაძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თავმჯდომარემ, ლალი მაძღარაშვილმა ისაუბრეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი სახის სურსათი, რომელიც ხვდება ბაზარზე და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა მიქაძის განცხადებით, სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა მექანიზმით ხორციელდება. არსებობს სურსათის წარმოების ჰიგიენის წესი, რომელსაც ყველა მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს. მისი თქმით, კანონი მარკეტს ავალდებულებს, რომ დახლებზე მხოლოდ და მხოლოდ უვნებელი სურსათი განათავსოს. ეს წესი ყველსაც ეხება. ამასთან, უშუალოდ რაც შეეხება გლეხს, რომელიც საკუთარ ყველს, რძეს, კვერცხს თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს ყიდის, პროდუქტს არავინ შეუმოწმებს. კონტროლი მხოლოდ იურიდიული პირების მიმართ არის გამკაცრებული, ანუ თუ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ სავაჭრო ქსელში მოხვედრილი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მავნეა, იგი განადგურდება, ხოლო მეწარმე - დაჯარიმდება.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა: ”საქმე”