რუსულმა მდიდრული ტელეფონების მწარმოებელმა კომპანიამ Caviar-მა ღილაკიანი „Tsar-ტელეფონი“ სერიით Владимир Золотой წარადგინა, რომელიც რუსეთის კნიაზის ვლადიმერის პატივსაცემად ეწოდა.
მოწყობილობის კორპუსი ოქროთი არის დაფარული და დატანილია მსხვილი მართლმადიდებლური ჯვრის ძველრუსული სტილის ორნამენტი. მისი წინა პანელიც ოქროთია გაწყობილი.
Tsar-ი ტელეფონების ამ სერიაში ასევე წარმოდგენილია „საქმინი“ ვერსიაც, რომელშიც ოქროს პანელი და ჯვარი შეცვლილია შავი ტყავით.
Caviar-ის ტელეფონის Владимир Золотой ღირებულება შეადგენს 279 ათას რუბლს, რაც დღევანდელი კურსით უდრის 4255 დოლარს.
მანამდე იანვარში Caviar-მა წარადგინა ასევე ღილაკიანი Tsar-ტელეფონი, რომელიც მიუძღვნა რუსეთის მეფეთა დინასტიის ფუძემდებლებს - რიურიკოვიჩებს, ასევე სკანდინავიელ მეომარს რაგნარ ლოტბროკს.