ნიკოლოს მადუროს ხელისუფლებამ გასულ წელს თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 73 ტონა ოქრო გაყიდა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვენესუელის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა კარლოს პაპარონიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე ორშაბათიდან მადუროს ადმინისტრაციას ევროკავშირის ბანკებში საკუთარ ანგარიშებს შორის თანხების გადარიცხვა აღარ შეუძლიათ.
დეპუტატის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ვენესუელას ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
აქამდე ოპოზიციამ ეჭვი გამოთქვა, რომ მადუროს ხელისუფლება რუსეთში 20 ტონა ოქროს გატანას გეგმავდა. მოსკოვში ეს ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მოგვიანებით „როიტერსმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენესუელა გაერთიანებული საემიროებისთვის 15 ტონა ოქროს მიყიდვას აპირებდა, საიდანაც 26 იანვარს 3 ტონა უკვე გაიყიდა.