2018 წელს საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 28.23%-ით გაიზარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სამოხელეო დანაშაულის 645 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 51 საქმე ანუ 7.91% უკვე გახსნილია.
ცნობისთვის, დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.
სტატისტიკურად სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 388 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. ამასთან, შსს-ს ცნობით, გასულ წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 75; სამსახურებრივი გულგრილობის - 66; ქრთამის აღების - 60; სამსახურებრივი სიყალბის - 38 და ქრთამის მიცემის - 14 ფაქტი დარეგისტრირდა.