ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 850,900,018 ლარი შეადგინა.
2018 წელს მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 917,721,344 ლარი იყო.
ანგარიშგებების მიხედვით, 2018 წელს ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 361,493,246 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 611,159,847 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 66,003,949 ლარი შეადგინა.
მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც მე-4 კვარტლის მონაცემებით, 342,848,590 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 562,429,813 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა 28,106,372 გადაიხადა.
წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ლიბერთი ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 52,001,428 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ბაზისბანკი“ და „ვითიბი ბანკი“ იკავებენ. შესაბამისად, მათმა წმინდა მოგებამ გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, 35,230,140 და 30,734,954 ლარი შეადგინა.
„ვითიბი ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „პროკრედიტ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 28,591,660 ლარი შეადგინა, სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავებული და მცირეა.
საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.
Top-6 ბანკი მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით: