კომპანია Volvo Cars-ი ბაზრიდან საკუთარი წარმოების 167 000 ავტომობილს უკან გაიწვევს. საუბარია მოდელზე XC60 SUV. გაწვევის მიზეზად კომპანია უკანა კარში ელექტრო-მექანიზმის მწყობრიდან შესაძლო გამოსვლას ასახელებს.
კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, გაწვევა ეხება XC60 ავტომობილებს, რომელთა წარმოება 2018-2019 წლებში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ავტომობილების გაწვევაზე განცხადება 2 კვირის წინაც გაავრცელა. მაშინ Volvo Cars-მა 219 000 მანქანა გაიწვია, მიზეზად კი ძრავში საწვავის სავარაუდო გაჟონვა დაასახელა.