დემნა გვასალია GQ-ს გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა

ბრიტანულმა ჟურნალმა GQ-მ Balenciaga-ს მოდის სახლის ხელმძღვანელი და VETEMENTS-ის დამფუძნებელი დემნა გვასალია მოდისა და სტილის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში შეიყვანა. GQ-ს სიაში მოხვდნენ „დიორის“ დიზაინერი კიმ ჯონსი, ბერნარ არნო, ნაომი კემპბელი და ა.შ.

„რა არის საინტერესო სიახლე და რა არის უინტერესო, ეს კითხვა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია. ვის აქვს დიდი გავლენა? სიმართლე არავინ იცის, გავლენიანი პირების სიის შედგენაც სუბიექტურია, ის შეიძლება ნაკარნახევი იყოს ჩემი, შენი, ჩვენი ან სულაც „ინსტაგრამის“ გავლენით“, - ასეთი შესავლით იწყება GQ-ს სტატია, რომელიც 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანებს ეხება.

„იყო „მაგარი“, ეს ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, იყო „შემოქმედებითი“ - ეს ხდებოდა იქამდე, სანამ გვასალიამ მოდის ინდუსტრიაში არ შემოიტანა უცნაური და განსაკუთრებული სტილი. მისი სტილის მიხედვით, იყო „მაგარი“ აერთიანებს ინტელექტს და უშიშრად ორიგინალურობას“

სიაში პირველ ადგილს „დიორის“ დიზაინერი კიმ ჯონსი იკავებს.

„უნიკალური ტალანტის მქონე დიზაინერს თუ დაუწყებთ საუბარს გავლენის შესახებ, ის აუცილებლად გეტყვით, რომ მისი ინსპირაციის წყარო არის „ნიგო“, იაპონელი დიზაინერი, ასევე Neighborhood და Gimme 5. GQ-ს სიაში მეორე ადგილს ამერიკელი დიზაინერი ვირჯილ აბლო იკავებს. მასზე საუბრისას ყოველთვის ამბობენ: „ის არ არის დიზაინერი“, „ვერ ვხვდებით როგორ მუშაობს ის“, თუმცა რაც არ უნდა გეცვათ და სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვირჯილ აბლო არის დიზაინერი, რომელიც ქმნის ყველასგან განსხვავებულ სტილს.

ბრიტანული გამოცემის სიაში შესულია მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი ნაომი კემპბელი. მე-12 ადგილს კი ცნობილი მომღერალი რიანა იკავებს.

ეკა გადახაბაძე