ნორვეგიული ავიაკომაპნაია „Norwegian Air Shuttle“-ის თვითმფრინავი, რომელშიც 169 მგზავრი იმყოფებოდა, სტოკჰოლმის მახლობლად, არლანდას აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში ბომბის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ „როიტერი“ შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი განმარტებით, ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ კონკრეტულ თვითმფრინავს ეხებოდა, რომელიც უკვე დაეშვა არლანდას აეროპორტში. „ევაკუაციის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავს გამნაღმველთა ჯგუფი შეამოწმებს“, - განაცხადეს პოლიციაში.
შვედური მედიის ინფორმაციით, ბორტზე შვედი მოცურავეების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც საფრანგეთში შეჯიბრზე მიემგზავრებოდნენ.