Facebook-ი  გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გერმანიის მარეგულირებელმა კომისიამ Facebook-ს მომხმარებელთა ნების საწინააღმდეგოდ მათი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე წყაროდან მიღება აუკრძალა. მარეგულისრებლის ეს გადაწყვეტილება კომპანიამ უკვე გაასაჩივრა, - აღნიშნულია Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანიის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელი „იმყოფება დომინანტ მდგომარეობაში ბაზარზე და ამით ბოროტად სარგებლობს“. რეგულატორმა დაადგინა, რომ ქსელმა ამიერიდან ავტომატურად არ უნდა დაავალდებულოს მისი მომხმარებლები გერმანიაში, დათანხმდნენ ინფორმაციის შეგროვებაზე მესამე წყაროდან, რაც ხდება სხვადასხვა ინტერფეისების გაერთიანების დროს ერთიან ჩანაწერში, ვინაიდან საუბარია „არასამართლიან კონკრუენციაზე“.

კომპანია არ დაეთანხმა პოციზიას, რომ მისი სოციალური ქსელი იმყოფება დომინანტ მდგომარეობაში, ვინაიდან ის სეიროზულ კონკურენციას განიცდის ისეთი ქსელებისგან, როგორებიცაა YouTube, Snapchat, Twitter და სხვები. გარდა ამისა, Facebook-ი აღნიშნავს, რომ ასრულებს ევროკავშირის მიერ გასულ წელს ამოქმედებულ პირობებს მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის შესახებ (GDPR) და მის საფუძველზე იცავს საკუთარი ქსელის მომხმარებლებს.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2016 წელს გერმანელმა მარეგულირებელმა დაიწყო გამოძიება Facebook-ის წინააღმდეგ მომხმარებელთა ინფორმაციის არალეგალურად მოპოვების საქმეზე.

მათი აზრით, სოციალური ქსელის მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული პირობები „არღვევენ როგორც პრინციპს მონაცემთა დაცვაზე, ასევე სტანდარტებს, რომელიც მოქმედებს კონკურენციის სფეროში“.

კოკა კვირკველია