თანამედროვე სატელეფონო კავშირი

კომპანია „სითი ტელეკომი“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას.

შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში ხდება ქალაქის ტელეფონის ინსტალაცია ბინებსა და ოფისებში, კომპანიის აბონენტები სარგებლობენ უპრეცედენტოდ დაბალი ტარიფებით ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე.

აღნიშნული მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. სერვისი დაფუძნებულია თანამედროვე VoIP ტექნოლოგიაზე (ინტერნეტ ტექნოლოგია), რომელიც კომუნიკაციის ყველაზე პრაქტიკული და ეკონომიური საშუალებაა დღევანდელ მსოფლიოში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.cityphone.ge