დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელად თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ტრეიდინგის საფუძვლები და გახდეთ ფინანსური ბაზრის სრულყოფილი მონაწილე.
ტრეიდინგის საბაზისო კურსი იძლევა საშუალებას, ნულიდან შეისწავლოთ ბირჟაზე ვაჭრობის ტექნოლოგია. კოუჩინგში გამოცდილი მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დაგეხმარებათ გაერკვიოთ ბირჟაზე მუშაობის დეტალებში.
სწავლება მიმდინარეობს როგორც ტრადიციულად, დასწრებულ ფორმაში, ასევე დისტანციურად. ყველაზე მარტივი წესების ათვისება შეიძლება რამდენიმე საათში, მაგრამ, თუ გსურთ გახდეთ უმაღლესი კლასის მოთამაშე, საჭიროა უფრო სერიოზული შრომა. ფინანსური ბანკები მოგებას იღებენ გაყიდვის და ყიდვის ფასებს შორის სხვაობაზე თამაშით. უნივერსალური აქტივი არის ვალუტა. მათაც კი, ვინც არასდროს არ ოცნებობდა ბირჟაზე მუშაობაზე, იციან რომ ვალუტის მომგებიანი გაყიდვა შეიძლება ფასის ზრდის პერიოდში და მომგებიანი ყიდვა ფასის კლების დროს. იგებს ის, ვინც მუდმივად ადევნებს თვალს ბაზრის ტენდენციებს, მზად არის იმოქმედოს და ფლობს საჭირო თეორიულ ცოდნას. ბოლო, და ყველაზე რთული, არის ის, რომ არც ერთი უნივერსიტეტი არ ამზადებს ტრეიდერებს, ხოლო ლიტერატურის, სპეციალურ კურსების და სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებაში საკმაოდ რთულია გარკვევა.
ინტერნეტ შესაძლებლობების საშუალებით გაიზარდა აქტივობა ბირჟაზე, განაკვეთები, ინფორმაციის მოცულობა (როგორც ხარისხიანი, ასევე უხარისხო). როგორ დაგეგმოთ ტრეიდინგის შესწავლა? ყველაზე მარტივად გაცნობა შეიძლება შედგეს ვებინარზე. არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც ატარებს უფასო და ფასიან კურსებს დამწყებებისთვის და გამოცდილი ტრეიდერებისთვის. თუ ჩაეწერებით ვებინარზე, შეძლებთ კონკრეტულ დღეს და საათს მიიღოთ საჭირო ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში. უკვე ჩატარებული ვებინარების ჩანაწერები, როგორ წესი, ხელმისაწვდომია ბროკერების საიტებზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა აირჩიოთ პრაქტიკოსი სპეციალისტი, რომელიც გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას, და არ გამოტოვოთ მომდევნო მეცადინეობა, რომელსაც ის ჩაატარებს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა. დროთა განმავლობაში ბევრი ირჩევს კუმირს, რომლის ყოველი სიტყვა შეიძლება გახდეს მოგების მომტანი. ვებინარებზე სწავლის მინუსი არის მის წამყვანთან უკუკავშირის არარსებობა.
ამის გარდა, მოგიწევთ დამოუკიდებლად თქვენი სასწავლო გეგმის შედგენა და მიღებული ინფორმაციის სიტემატიზაცია. ეს არის პლუსი, თუ თქვენ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, და მინუსი, თუ ეს საბაზისო ცოდნა არ გაგაჩნიათ.
დასწრებული სემინარები – სწავლის დროს გექნებათ საშუალება პირადად გაიცნოთ სპეციალისტები, დასვათ დამატებითი შეკითხვები და განიხილოთ ახალი ინფორმაცია სხვა მომავალი ტრეიდერების წრეში. სემინარებს, როგორც წესი, ატარებენ სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცვლეობით შეისწავლოთ თეორია და პრაქტიკა. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებას. საბაზისო კურსები იძლევიან ინფორმაციას ფინანსურ ბაზარზე მოგების მიღების შესაძლებლობებზე, სავალუტო და საფონდო ბირჟების თავისებურებებზე. აქვე მიიღებთ დამოუკიდებელი ვაჭრობის მცირე პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს არის ის საბაზისო ცოდნა, რომლის გარეშე ვერ შეძლებთ მუშაობას. კურსების გავლა- კარგი გადაწყვეტილებაა, თუ თქვენ ამისთვის კვირაში გამოყოფთ რამოდენიმე საათს.
წიგნი ყოველთვის იყო და დარჩება ცოდნის წყარო, ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიტერატურა თავისუფალ დროს, გადაიკითხოთ და თავიდან გაანალიზოთ ინფორმაცია. ზოგიერთი სახელმძღვანელო არის ხელმისაწვდომი ინტერნეტში, მაგრამ ნამდვილად ღირებულ ლიტერატურაში მოგიწევთ ფულის გადახდა. ასეთი განათლების მინუსი არის ის, რომ თქვენ ვერ გაიგებთ რამდენად სწორ დასკვნებს აკეთებთ, სანამ არ მოიგებთ ან არ წააგებთ გარიგებებში. ასეთი სწავლა დაკავშირებულია მაღალ რისკებთან, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ სწავლის ყველა არსებული მეთოდი. ამისთვის საჭიროა დროის და ფინანსების სწორი დაგეგმვა.
რის გაკეთება შესაძლებელია და რა უნდა გააკეთოთ უფასოდ? პირველ რიგში სწორად აირჩიოთ ინფორმაციის წყარო. არსებობს უამრავი კომპანია, რომელიც მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ გთავაზობთ კურსებს, სადაც თქვენ შეისწავლით დღეში 200$ გამომუშავებას. პროფესიონალებს, რომლებისგანაც ნამდვილად შეგიძლიათ ისწავლოთ, არ სჭირდებათ მსგავსი ეფექტური სლოგანები. მათ ინტერესებში შედის ბაზრის მხარდაჭერა ყველანაირი არსებული მეთოდით, მათ შორის, სპეციალისტების მომზადებით. მოძებნეთ იმ კომპანიების საიტები, რომლებიც გთავაზობენ უფასო სწავლას ნებისმიერი ფორმით: დასწრებული, ონლაინ, მეთოდოლოგიური ლიტერატურის დახმარებით. ასევე თქვენ ყოველთვის დაგეხმარებათ: სტატიები ფინანსური ბაზრების შესახებ, პასუხების კრებული ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, ფორუმები, სადაც არიან მოქმედი ტრეიდერები და ა.შ.
სპეციალიზირებულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლა მიმდინარეობს გამოცდილი სავალუტო სტრატეგების, ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსების, წარმატებული პრაქტიკოსი ტრეიდერების და ინვესტირების სპეციალისტების ხელმძღვანელობით. ყველა თანამედროვე სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალურ თავისებურებებს და განკუთვნილია მსმენელების სხვადასხვა კატეგორიებისთვის. ამავდროულად, კურსების სტრუქტურაში ჩადებულია თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარჩვევების სხვადასხვა პროპორციები: საბაზისო კურსი (თეორია-70%, პრაქტიკა-30%), კურსი გამოცდილების ასამაღლებლად - მოქმედი ფორექს-ტრეიდერებისთვის (თეორია-50%, პრაქტიკა-50%). გამოცდილი ინტერნეტ ტრეიდერებისთვის – კურსი მასტერ-კლასების დიდი რაოდენობით (თეორია-30%, პრაქტიკა-70%).
მსმენელთა სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით სწავლა შეიძლება იყოს დასწრებული, დაუსწრებელი და ინდივიდუალური პროგრამით. დისტანციური ფორმის შემთხვევაში, სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფს მსმენელებს ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა - ვებინარები, ვიდეოკურსები, ონლაინ-კონსულტაციები, ინტერაქტიული სახელმძღვანელოები, დახურული სპეციალიზირებული ფორუმები და კლუბები. ინტენსიური სწავლის ფორმა გულისხმობს კოუჩებთან მუდმივ კონტაქტს მასტერ-კლასების, სემინარების, დისკუსიების, ლექციების და სტაჟირებების ჩატარების პროცესში.
ნუ გექნებათ ილუზია, რომ უფასო სწავლა ტრეიდინგის დარგში უზრუნველყოფს სერიოზულ ეკონომიკურ ეფექტს, მაგრამ ის ნამდვილად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ განათლებას. ამიტომ, პროფესიული ზრდის გარკვეულ ეტაპზე მაინც მოგიწევთ ხარისხიანი ფასიანი პროგრამების მოძიება, რომლების მეშვეობით თქვენ ისწავლით კარგად გამომუშავებას.