ორ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტსა“ და „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 6 თებერვლის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.
„ეს განკარგულებები გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. აღნიშნული განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“-აღნიშნულია განკარგულებაში.
როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა, იანვარ-თებერვალში მათი რიცხვი კიდევ რამდენიმეთი შემცირდა.