ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების საკითხზე საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით რეალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას რეგიონში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ჰაბად. შეხვედრისას განიხილეს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოდელი.