„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის ინვენტარიზაცია არ განუხორციელებია, რაც  მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების რისკს წარმოშობს“

აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ვკითხულობთ, 2016-2017 წლებში სააგენტოს არ განუხორციელებია ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის ინვენტარიზაცია, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების რისკს წარმოშობს.

„ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შეუსაბამოდ, 2016-2017 წლებში სააგენტოს არ განუხორციელებია ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის ინვენტარიზაცია, რაც დიდი ოდენობის ძვირფასეულობის აღრიცხვაში არსებულ კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების რისკს,“-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

თაია არდოტელი