უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ Coca-Cola პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში ამავე სახელწოდების სასმელისთვის ახალი გემოს შექმნა გადაწყვიტა.
მალე ბაზარზე გამოჩნდება Coca-Cola ფორთოხლისა და ვანილის გემოთი - წერია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ ორი ფორმატის სასმელი - შაქრით (Orange Vanilla Coke) და უშაქროდ (Vanilla Coke Zero Sugar). ახალი სასმელი მაღაზიებში 25 თებერვალს უნდა გამოჩნდეს, თუმცა რომელ ქვეყნებში იქნება ის ხელმისაწვდომი, კომპანია არ აკონკრეტებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ჟოლოს, ლიმონის ან ჯანჯაფილის გემოთ. თუმცა ვანილისა და ფორთოხლის კომბინაციამ უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც სასმელის დეგუსტაციას ახდენდნენ. ცნობისათვის, სტანდარტული გემოს გარდა Coca-Cola-ს ჰქონდა სხვა გემოებიც, ვანილის 2007 წლიდან და ბალის 1985 წლიდან.
„ბიზნესპრენიუსი" დაინტერესდა, თუ როდის გამოჩნდება ქართულ ბაზარზე Coca-Cola ახალი გემოთი. როგორც ჩვენთან საუბრისას, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, ახალი სასმელი სავაჭრო ქსელებში ორ კვირაში გამოჩნდება.
კოკა კვირკველია