უნგრეთში 4 შვილის დედები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოსახლეობისადმი მიმართვისას ისაუბრა.
ორბანის ინიციატივის მიზანს ქვეყანაში შობადობის გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.
გარდა ამისა, წყვილს, რომელიც 3 შვილს გააჩენს, დაახლოებით 36 000 დოლარის ღირებულების უპროცენტო სესხს შესთავაზებენ.
როგორც ორბანმა აღნიშნა, შობადობის გაზრდით უნგრეთის მომავალი დაცული იქნება და ქვეყანა იმიგრაციაზე არ იქნება დამოკიდებული.
უნგრეთის მოსახლეობის რაოდენობა წლის განმავლობაში საშუალოდ 32 000-ით მცირდება. ევროკავშირის საერთო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უნგრეთში შობადობა დაბალია.