"საქართველოს ბანკის" Express მომსახურებით სარგებლობას დაბა ჩაქვის და აბაშის მოსახლეობაც შეძლებს

"საქართველოს ბანკი" კიდევ უფრო აფართოებს მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას და რეგიონში ორ ახალ Express სერვისცენტრს ხსნის.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ახალი Express-ები, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია, შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: დაბა ჩაქვი - თამარ მეფის ქ.N83 და აბაშა - თავისუფლების ქ.N54.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" 205 სერვისცენტრი მოქმედებს.