ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 8კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 663 116 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია "სერპანტინი" ასრულებს.

საავტომობილო გზის 8კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 4 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისთვის რეციკლირების, ასფალტის საფარის დაგების და მონაკვეთზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. იგი სოფელ ფშაველის საავტომობილო გზის ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი-ლაგოდეხის მარცხენა მიერთების 22-ე კმ-ზე იწყება და სოფელ ლეჩურის ტერიტორიაზე მთავრდება. აღნიშნული გზა ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს დაბა ომალოსთან და უნიკალური ტურისტული მნიშვნელობის ტერიტორიებთან, შესაბამისად გზა გამოიყენება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტურისტული დანიშნულებით.