უძრავი ქონების ყიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში იღებს.
ამიტომ ამ დროს აჩქარებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. ფასდაკლებები, მდებარეობა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა - ეს კი იმ საკითხების ნაწილია, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოთ.
თბილისში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებზე გადადის ცენტრის ზედმეტად გადატვირთულობის გამო. თუ კარგად დაფიქრდებით, გარეუბანში ბინის ყიდვა მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა. ამაში დაგარწმუნებთ ის 10 მიზეზიც, რომელიც გარეუბანში ცხოვრების უპირატესობებს კარგად წარმოაჩენს.
- რეკრეაციული ზონის დეფიციტი თბილისში ცხოვრების ერთ-ერთი ნეგატიური მხარეა. განსაკუთრებით ცენტრალური უბნების მოსახლეობისთვის მწვანე სივრცის არარსებობა სერიოზულ გამოწვევად იქცა. ამ მხრივ გარეუბნებში უკეთესი მდგომარეობაა. ცენტრისგან მოშორებით ნაკლებად მჭირდო დასახლებაა და შესაბამისად, მეტი გამწვანება და რეკრეაციული ზონაა.
- საპარკინგე ადგილების დეფიციტი თბილისის მაცხოვრებლების კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. შენდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რომელთაც მობინადრეებისთვის საპარკინგე ადგილების საკითხი არ აქვთ მოგვარებული. გარეუბნებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. მეტი სივრცე სამშენებლო კომპანიებსაც მეტ თავისუფლებას აძლევს და მეტ ადგილს უთმობენ პარკინგსაც.
- ახალი მშენებლობები, რომელთა უმეტესობაც გარეუბანშია, პრემიუმ კარკასით ბარდება. მაგალითად, საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც გლდანში „არქი“ ახორციელებს, ბინები პრემიუმ კარკასით ჩაბარდება, რომელიც „არქის“ ექსკლუზიური პროდუქტია და თეთრ კარკასზე დამატებით მოიცავს გათბობის მილებსა და დაბალემისიურ მინებს, რაც 30%-ით ზოგავს ენერგიის ხარჯს.
- ბინის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ სამშენებლო მასალებს და მათ ხარისხს. სამშენებლო მასალების მხრივ გამორჩეულია გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური, ცეცხლგამძლე ბლოკი, რომელიც ჩვეულებრივი ბეტონის სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერნაკლებად თბოგამტარია. Ytong-ის ბლოკი დამზადებულია სრულიად ბუნებრივი მასალებით, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს ცხოვრებისთვის.
- უძრავი ქონების მაძიებლები გარეუბანში ბინის ყიდვისგან თავს ხშირად იმიტომ იკავებენ, რომ ინფრასტრუქტურა კარგად არ არის ხოლმე განვითარებული. თუმცა ამ მხრივ გლდანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბანია, რადგან ინფრასტრუქტურა მის გარშემო ძალიან კარგადაა განვითარებული. უბანშია მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, სავაჭრო ცენტრი, ჰიპერმარკეტები, აფთიაქები და სხვადასხვა კვების ობიექტები.
- საცობებისგან თავის დაღწევა თბილისის კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ მხრივ გარეუბნებში შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა. მაგალითად, გლდანში საცხოვრებელი კოსპუსების წინ ვერ ნახავთ საცობებს, რაც ცენტრალური უბნებისთვის ყოველდღიური რეალობაა.
- გარდა იმისა, რომ საცობებში ადამიანები უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, ის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სწორედ ამიტომ ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, ჰაერი და გარემო გარეუბნებში შედარებით ნაკლებადაა დაბინძურებული. ესეც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მყიდველები ხშირად არჩევანს გარეუბანზე აკეთებენ. თანამედროვე სამყაროში ხომ სუფთა გარემოში ცხოვრება მეტად მნიშვნელოვანია.
- გარეუბნების კიდევ ერთი უპირატესობა სიმშვიდე და სიწყნარეა. თუ ცენტრალურ უბნებში ყოველდღიურად უამრავი ხალხი გადაადგილდება, გარეუბანში, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები მოძრაობენ. შესაბამისად, არ შეგაწუხებთ ქუჩის ხმაური.
- როგორც გავარკვიეთ გარეუბნებში ცენტრებთან შედარებით უფრო წყნარი და მშვიდი გარემოა. ეს კი განსაკუთრებით ხელსაყრელია ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ან მოზარდი შვილები ჰყავთ. მშობლები ბავშვებს ეზოში მშვიდად გაუშვებენ და არ ინერვიულებენ არც მიმდებარე გზებზე გადატვირთულ მოძარობაზე და არც ხალხმრავლობაზე.
- თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ბინის გარეუბანში ყიდვა მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა, მაშინ გადახედეთ მიმდინარე პროექტებს, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია „არქი გლდანი 3“. ეს არის 15-სართულიანი საცხოვრებელი სახლი გლდანის ცენტრალურ ნაწილში, ხიზაბავრას ქუჩის N4-ში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „არქი გლდანი 3“ პოტენციულ მობინადრეებს განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს ერთი დღით. მხოლოდ 23 თებერვალს იქნება შესაძლებელი ბინის შეძენა საუკეთესო ფასად. ბინის ფასდაკლებით შესაძენად აუცილებელია, რომ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ნომერზე 2 602 602 ან ბმულზე. პროექტში გათვალისწინებულია 218 ბინა, 2-დონიანი ავტოსადგომი და 1 200 კვ.მ. რეკრეაციული ზონა.