საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა  5,467  მლრდ დოლარს მიაღწია

მიმდინარე წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,467 მლრდ დოლარს (14,514 მლრდ ლარს) მიაღწია. 31 დეკემბრის მონაცემებით კი, ვალის მოცულობა 5,434 მლრდ დოლარს (14,545 მლრდ ლარს) შეადგენდა.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, ADB -ის მიმართ ვალი 31 იანვრის მონაცემებით, 1,147 მლრდ დოლარზე მეტს; IDA-ს მიმართ - 1,060 მლრდ დოლარზე მეტს, IBRD -ს მიმართ კი 888,414 მლნ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი, 31 იანვრის მონაცემებით, 168,084 მლნ დოლარს შეადგენს.