პენტაგონი ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის სერტიფიცირების საკითხს განიხილავს

პენტაგონი ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის მიერ რაკეტების გაშვების ამერიკის საჰაერო სტანდარტებთან შესაბამისობას შეისწავლის.

„ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, რამდენად შეესაბამებოდა ამერიკის საჰაერო ძალების სტანდარტებს და რეგულაციებს კომპანია SpaceX-ის მიერ გასულ წელს კოსმოსში განხორციელებული რაკეტების გაშვება. საუბარია რაკეტმზიდ SpaceX Falcon 9 და Falcon Heavy -ის სერტიფიცირებულად გაშვების სტანდარტზე“, - აცხადებს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მაიკ როარკი.

საქმის მოძიება ამ თვეში დაიწყება.

შეგახსენებთ, დეკემბერში SpaceX-ის რაკეტმზიდი ფლორიდას „კეიპ კანავერალის“ სარაკეტო აეროდრომიდან წარმატებით გაეშვა, რითაც მოხდა კოსმოსური ტრანსპორტის კომპანიის მხრიდან პირველი ეროვნული უსაფრთხოების მისიის განხორციელება.

ილონ მასკის კომპანიამ ამ მომგებიან ბაზარზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ შეაღწია, სადაც აქამდე მხოლოდ ორი კომპანია Lockheed Martin Corp და Boeing Co დომინირებდნენ.

კოკა კვირკველია