თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ "თბილსერვის ჯგუფის" პროექტების დასაფინანსებლად, 15 მლნ ევროს სესხის აღებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ "თბილსერვის ჯგუფის" პროექტების დასაფინანსებლად, 15 მილიონი ევროს სესხის აღებას მხარი დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა, თანხა EBRD-ის მიერ "თბილსერვის ჯგუფის" მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხით მოხდება, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ავტოპარკის განახლება. კერძოდ, 9 მლნ ევრო დაიხარჯება 63 ერთეული ნაგავშემკრები მანქანების შეძენისთვის, ასევე მოხდება 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა, 1,300 მლნ ევრო კი ნაგვის დასახარისხებელი სპეციალური სადგურის ასაშენებლად დაიხარჯება და ასე შემდეგ.

მისივე თქმით, საკითხს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.