ვახუშტის ხიდზე ხვალ ერთი საათით ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.