ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ამერიკელების საბანკო დავალიანების შესახებ ახალი მონაცემები გაავრცელა. ამ მონაცემების მიხედვით, საკრედიტო დავალიანება 2018 წლის ბოლო კვარტალში 32 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი და 13,54 ტრილიონს შეადგენს.
„ვალები უკვე ზედიზედ მე-18 კვარტალია იზრდება, ხოლო მათი საერთო მოცულობა 869 მილიარდით მეტია წინა პიკური პერიოდის - 2008 წლის მესამე კვარტალის მონაცემთან შედარებით, როცა საერთო მოცულობა 12,68 ტრილიონ დოლარს უდრიდა. ამასთან, საკრედიტო ვალები ამ დროისთვის 21,4%-ით მეტია, ვიდრე 2013 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ“, - წერია განცხადებაში.
საერთო ვალების უმეტესობა 9,1 ტრილიონი დოლარი მოდის იპოთეკურ სესხებზე. ეს ციფრი პრაქტიკულად უცვლელია 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. 9 მილიარდით არის გაზრდილი ავტოკრედიტები, ხოლო 15 მილიარდით სტუდენტური კრედიტები.